გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ,,საქართველოსთვის” ,,ფეისბუქგვერდი” ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, ფილიპ რიკერმა და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია.

,,განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიისა და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ.

პარტია „საქართველოსთვის“ ცნობითვე, გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები