ბრაზილიაში Pfizer-ის ვაქცინით უკვე 12 წლიდან მოზარდებს აცრიან​

ბრაზილიის სანიტარული ზედამხედველობის სააგენტო Anvisa- მ 12 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

აღინიშნება, რომ გადაწყვეტილება ლაბორატორიული კვლევების შემდეგ იქნა მიღებული, რომლებმაც აჩვენეს ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში.

მანამდე, ბრაზილიაში ვაქცინა გამოსაყენებლად ნებადართული იყო მხოლოდ 16 წლისა და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის.

Pfizer-ის ვაქცინა ერთადერთი პრეპარატია, რომელიც ბრაზილიაში 18 წლამდე მოზარდებისთვის არის რეკომენდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები