აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ უკრაინა და საქართველო უნდა გახდნენ ნატო-ს წევრები და მიიღონ წევრობის სამოქმედო გეგმა.
ამის შესახებ კიევის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
“მათთვის, ვინც მონაწილეობა მიიღო ბუქარესტის დეკლარაციაში, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატო-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა მსოფლიო ორგანიზაციამ, უნდა შეიყვანოს უკრაინა და საქართველო თავის რიგებში და ამისათვის მხარი დაუჭიროს მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემას”, – თქვა დიპლომატმა.
კონდოლიზა რაისი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის დროს იკავებდა.