ზარქუა – ხაზარაძეს: ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძეს რიცხვებს უმალავენ

„ეჭვი უნდა გამოვთქვა, რომ მამუკა ხაზარაძეს რიცხვებს უმალავენ. წეღან თქვა, რომ ბიუჯეტს პრობლემა შეექმნებაო.

ბატონ ხაზარაძეს მივმართავ, თიბისი ბანკი და ეს ჯგუფი, მათი სიძლიერე იყო იმაში, რომ რიცხვებზე გვქონდა აპელირება და არგუმენტაცია რიცხვებით მოგვყავდა. მე მგონი, მას რიცხვებს უმალავენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და “ლელოს” ლიდერს მიმართა.
„პირველი კვარტალი ბიუჯეტის, მიუხედავად ამ პრობლემებისა, მიუხედავად იმისა, რომ საბოტაჟს უწყობდა ოპოზიცია ამ ქვეყანას, გადაჭარბებით შესრულდა – 101%-ით. მიუხედავად იმასა, რომ მთელი ექვსი თვე საბოტაჟს უწყობდით, მაინც დაიჯერეს ჩვენმა ინვესტორებმა და ხუთ თვეში 160 მილიონი შემოვიდა – პრივატიზაცია მიდის. საგარეო ვაჭრობა 4 მილიარდამდე ავიდა და 12%-ით ზრდა მე მიხარია, ჩვენ გვიხარია, ალბათ, თქვენც უნდა გაგიხარდეთ, წესით. წმინდა ექსპორტი გაზრდილია 25%-ით, მე მიხარია ეს და ძალიან ამაყი ვარ. დაბოლოს, ჩამოვყალიბდეთ ამ ციფრებზე. ერთ ციფრს მე სხვანაირად რატომ ვხედავ და თქვენ სხვანაირად.
ეკონომიკური ზრდა რომ გვქონდა 44% აპრილის თვეში და, საბოლოოდ, რომ დაჯდა იანვარი – აპრილი 8% ზრდა, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა პრემიერმინისტრმა ბავშვებს გაუორმაგა დახმარებები 50-დან 100 ლარამდე და მადლობა ამისთვის ღარიბაშვილს. ეს არის რიცხვები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები