დუბაიში საინვესტიციო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა და დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილმა ქალაქ დუბაიში ინვესტორ კომპანიებთან: Dubai Investments-თან, Masharie-სა და Aldar-თან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი პოსტპანდემიურ პირობებში. კომპანიებმა დაინტერესება გამოხატეს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ.
კერძოდ, უძრავი ქონებისა და წარმოების მიმართულებებით. შედეგად, დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები, მათ შორის, საქართველოში შესაძლო ვიზიტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები