ფინანსთა მინისტრი: ვფიქრობ, ენერგეტიკის სტიმულირების გეგმა კიდევ უფრო პოპულარული გახდება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით,  „ფიდინგ პრემიუმის“ მოდელი მომავალში კიდევ უფრო პოპულარული გახდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„შემუშავდა განსხვავებული მოდელი, თუ როგორ შეიძლება ენერგეტიკის სტიმულირება  „ფიდინგ პრემიუმის“. მისი არსებითი განსხვავება არის ის, რომ მხოლოდ მოთხოვნის დაზღვევა არ ხდება, რაც შეეხება ფასს; ეს საკმაოდ მაღალი სტიმულია და, დაახლოებით, 20-30%-იანი სტიმულია სექტორისთვის.
შესაბამისად, ამ მიმართულებით, ვხედავთ, რომ სექტორი კარგად გადაეწყო სტიმულის ამ ახალ მოდელზე. არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა სწორედ  „ფიდინგ პრემიუმის“ მოდელზე. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო პოპულარული გახდება აღნიშნული სტიმულის გეგმა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ცნობისთვის, მთავრობამ ელექტროსადგურების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი,  „ფიდინგ პრემიუმის“ მოდელი 2020 წელს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები