გიორგი ვაშაძე: ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება” ისევ „ნაცმოძრაობაზე” საუბრობენ, „ნაცმოძრაობა“ – „ქართულ ოცნებაზე“, ყველა არის ერთი სახე, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს

“ამ წერილში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება” ისევ „ნაცმოძრაობაზე” საუბრობენ, „ნაცმოძრაობა“ – „ქართულ ოცნებაზე“, ყველა არის ერთი სახე, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გაუთავებელი პინ-პონგი და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა თუ არ დამთავრდა, ამ ქვეყანას არ ეშველება.

„საქართველოში არის შიმშილი და ეკონომიკური კატასტროფა. ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას აბრალებს, გახარია-ივანიშვილს, კობახიძე – ვიღაცას. ეს პირველად არ ხდება. გახსოვთ, გიორგი კვირიკაშვილი რომ გადააყენეს, ბავშვების შიმშილი მისი ბრალიაო. იმის შემდეგ, ბავშვები მაძღრები არიან და შიმშილი აღარ არის? ყველა ეს საკითხი იმისთვის არის შემოგდებული, რომ ჩვენ არ ვიმსჯელოთ, რეალურ პრობლემებზე. ვინ არის დამნაშავე, რომ საქართველოში ასეთი ეკონომიკური კატასტროფაა, პენსიონერს პენსია არ ეზრდება, საქართველოში ინვესტიციები არ შემოდის – მთლიანად ეს გუნდი ერთი სახეა და თითოეული მათგანი დამნაშავეა იმ კატასტროფაში, რაც დღეს ქვეყანაშია. ეს არის ბელეტრისტიკა, მეტი არაფერი. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება” ისევ „ნაცმოძრაობაზე” საუბრობენ, „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებაზე“, ეს გაუთავებელი პინ-პონგი თუ არ დავამთავრეთ ქვეყანაში და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, ამ ქვეყანას არ ეშველება. ყველანი არიან ერთი სახე, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები