თეა წულუკიანი – გახარიაზე: მართლაც უვარგისი გადაწყვეტილება იყო, ბევრჯერ ვთქვი და მასაც ვუთხარი
“როდესაც გაქვს პრეტენზია ლიდერობაზე, გუნდი არ უნდა მიატოვო”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდიდან წასვლა უვარგისი გადაწყვეტილება იყო.
„მართლაც უვარგისი გადაწყვეტილება. ბევრჯერ ვთქვი და მასაც ვუთხარი. როდესაც გუნდს ბოლო მომენტში გამოეცლები ხელიდან. პოლიტიკურად ამას დავინახავთ, როდესაც ხმებს დავითვლით. როდესაც გაქვს პრეტენზია ლიდერობაზე, გუნდი არ უნდა მიატოვო.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს განცხადებაში, რომ გახარიას პარტია უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ როგორმე „ქართულ ოცნებას“ თუნდაც მცირე, მაგრამ ოდენობის ხმები წაართვას. ვნახოთ, ბრძოლის დღეც დადგება და ყველა მივალთ საარჩევნო ურნასთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.