გიორგი გახარია: მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო – სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

“სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, ვერთიანდებით საქართველოსთვის”, – ასე გამოეხმაურა პარტია ,,საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისი თქმით, საბოლოოდ, სიმართლეს ყველა გაიგებს.

,,მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო…
სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოოდ, ამას ყველა გაიგებს.
ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!”, – წერს გიორგი გახარია ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები