ლარი გამყარებას განაგრძობს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0791 ლარი ეღირება, ევრო – 3.7276 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3477 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1524 ლარი ღირდა, ევრო – 3.8425 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.4723 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 ივნისს ამოქმედდება.