,,ღია დიალოგი ბიზნესთან” – სავაჭრო პალატამ, პარტნიორებთან ერთად, კახეთის რეგიონის ბიზნესთან შეხვედრა გამართა

,,ღია დიალოგი ბიზნესთან” – სავაჭრო პალატამ, პარტნიორებთან ერთად, კახეთის რეგიონის ბიზნესთან შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა – გიორგი პერტაიამ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ – დავით სონღულაშვილმა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის პროექტის მენეჯერმა – კნუტ გერბერმა ადგილობრივი მეწარმეების პრობლემები და საჭიროებები მოისმინეს.

ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია და გამოწვევების გამოვლენა, ასევე, სახელმწიფო მხარდამჭერ პროექტებზე ხელმისაწვდომობა – ეს ის მთავარი საკითხებია, რის გარშემო ღია დიალოგის ფორმატში იმსჯელეს. შეხვედრაზე, ტექნოპარკების ქსელის მენეჯერმა – გიორგი კეჟერაშვილმა, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა – ნატალია ხარატიშვილმა და ,,აწარმოე საქართველოში” მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსმა – ლაშა ბოსტაშვილმა ბიზნესის მხარდამჭერ პროექტებზე პრეზენტაციები მოაწყვეს.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალურად მიეღოთ ინფორმაცია. ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან შეხვედრის მიზანია პრიორიტეტების გამოკვეთა, რათა მოხდეს კონკრეტული საკითხების შესაბამის უწყებებამდე დროული მიტანა. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითრებისა და ცალკეულ სფეროებში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები