საქსტატის განახლებული მონაცემები – მაისში ყველაზე მეტად ისევ ზეთი გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 7.7%.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, მაისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ისევ  ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა – 42.7%-ით.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი – 42.7 %

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.7 %

რძე, ყველი და კვერცხი – 8.0 %

ყავა, ჩაი და კაკაო – 8.0%

თევზეული – 7.6 %

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 7.2%

ხორცი და ხორცის პროდუქტები – 6.0%

პური და პურპროდუქტები – 5.8 %.

საქსტატის ცნობით, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე -23.3 პროცენტით, ასევე, ხილსა და ყურძენზე -20.9 პროცენტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები