„მარტო ბოლო ერთი თვის მანძილზე ლარი 28 პუნქტით, ანუ 8 პროცენტით გამყარდა, რაც ინფლაციასა და ფასებზე მხოლოდ დადებითად აისახება” – ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ლარის კურსის კიდევ უფრო მეტად გამყარებაა მოსალოდნელი და მისი არეალი 3.00 -3. 10 ფარგლებში იქნება.
„უახლოეს პერიოდში, განსაკუთრებით, მაისში, ისედაც მოსალოდნელი მაღალი ზრდის კვალობაზე, რაც ზაფხულის პერიოდსა და გაცოცხლებულ ტურისტულ ინდუსტრიას ემთხვევა, ლარის კიდევ მეტად გამყარებაა მოსალოდნელი და მისი არეალი 3.00 -3. 10 ფარგლებში იქნება.
აპრილის თვის ეკონომიკის სარეკორდო ზრდის ერთ-ერთ მახასიათებლად სავალუტო კურსის გამყარების დინამიკაც გამოდგება. აპრილში, გასული წლის ანალიგიურ პერიოდთან შედარებით, 44.8-პროცენტიანი ზრდა, ხოლო იანვარ-აპრილში 8.2-პროცენტიან დადებით ტრენდზე გასვლა, რასაც აპრილში ექსპორტის ასევე სარეკორდო – 70-პროცენტიანი ზრდა მოჰყვა, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებასთან ერთად,ბუნებრივად აისახა კიდეც ლარის გაცვლით კურსზე.

მარტო ბოლო ერთი თვის მანძილზე ლარი 3. 50 დან 3.22 ნიშნულამდე, 28 პუნქტით ანუ 8 პროცენტით გამყარდა, რაც მხოლოდ დადებითად აისახება ინფლაციასა და ფასებზე, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ერთიან კონტექსტში.
თავის მხრივ, გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელთან ერთობლიობაში ქმნის კარგ პერსპექტივას, რომ დროებით დაკარგული სამუშაო ადგილები წინაკრიზისულ პერიოდამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდება“, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2547 ლარია, 1 ევროსი კი – 3.9792 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები