ლაშა ხუციშვილი: ლარის კურსის გამყარება უკავშირდება ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასა და ზოგადად, ეკონომიკის აღდგენის პროცესს

ერთმნიშვნელოვნად, ლარის კურსის გამყარება უკავშირდება ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასა და ზოგადად, ეკონომიკის აღდგენის პროცესს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„იცით, რომ უკვე დაანონსებულია პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრის გახსნა, გარდა ამის საჰაერო საზღვარზე უკვე შემოდიოდა ისედაც ტურისტების გარკვეული რაოდენობა. გარდა ამის მოხდა ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ (კორონავირუსის) შემთხვევების რაოდენობას უკვე კლებადი დინამიკა აქვს და ვაქცინაციაც, გასულ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შესაბამისად, ლარის კურსის გამყარება ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობას უკავშირდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 44.8 %-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები