გიორგი გახარია: არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა
“არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა”, – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება 20 ივნისს, გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ბრძანება არ ყოფილა.
,,ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, თუ იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა, არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანებისა და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ, დაკითხვაზეც ვყოფილვარ, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.