გიორგი გახარია: მე ,,ქართული ოცნების” გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაცაა

მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაცაა, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, წარსულზე ჭორაობას არ აპირებს.

,,მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ყველა შეცდომა ჩემი პასუხისმგებლობაცაა. თუ თქვენ გგონიათ, რომ მე ვინმე მაიძულებს დღეს აქ წარსულზე ჭორაობა დავიწყო, რა თქმა უნდა, მე ამას არ გავაკეთებ,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები