დავით სერგეენკო: “ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით გადამწყვეტია ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას შორის სწორი კომუნიკაცია შედგეს.

მისივე თქმით, პროცესისთვის გადამწყვეტია გამჭვირვალე კომუნიკაცია.

„ყველაზე პრინციპულია სწორი კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის, რათა თავიდან იყოს აცილებული მოარული ხმები და მოსაზრებები, რომელიც შეიძლება, იწვევდეს ასეთ მღელვარებას. ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციაა გადამწყვეტი. იმედია, ასეც იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები