სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთს Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტთან კავშირი ჰქონდეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბელორუსში Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებითი დაშვებაში, სავარაუდოდ, რუსეთიც მონაწილეობდა.

ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში თქვა.

”ჩვენ ვიცით რუსეთსა და ბელორუსს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობების შესახებ და, ამიტომ, ძნელი დასაჯერებელია, რომ მინსკის რეჟიმს შეეძლო მსგავსი რაღაცის გაკეთება რუსეთთან ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მანამდე ანალოგიური მოსაზრება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამოთქვა. მისი თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთი არ მონაწილეობდა თვითმფრინავის იძულებითი დაშვების საქმეში, თუმცა, ამჟამად ლონდონს მტკიცებულებები არ გააჩნია.

ნატო-მ 23 მაისის ინციდენტს “სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გატაცება” უწოდა. ალიანსში მოუწოდებენ ბელორუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის გათავისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები