პაატა იმნაძე: “ინდურ შტამთან” დაკავშირებით მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს.

მისივე თქმით, მასაც ისე მკურნალობენ, როგორც ე.წ. ბრიტანულ და ვუჰანის შტამებს.

“მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს ინდურ შტამზე. ზუსტად იგივეა, როგორც დღეს ჩვენში გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამისა და მანამდე არსებული, კლასიკური, ვუჰანის შტამის. ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის ავტორიზებული, მუშაობს ამ შტამების წინააღმდეგ. ერთადერთი ინდურ შტამს, ისევე როგორც ბრიტანულს, ახასიათებდა, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ის უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს”, – განაცხადა “დღის კურიერის”ეთერში საუბრისას პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები