რამდენი სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა წელს ვაკის რაიონში

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წელს, იანვრიდან დღემდე 76 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა.

სხვადასხვა მისამართზე 24 ლიფტი რეაბილიტირდა, განახლდა 25 მრავალბინიანი სახლის სახურავი და ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, სხვადასხვა მისამართზე განახლდა სადარბაზოების კარები, კორპუსების სართულშუა ნაპრალები, კიბეები და წყალარინების შიდა ქსელები.

სულ, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 2 მილიონ 130 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები