ინდოეთში ავტობუსი ხეობაში ჩავარდა – დაღუპულია 36 ადამიანი

ინდოეთში, უტარაკხანდის შტატში, სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და 50 მეტრის სიღრმის ხრამში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტობუსში 44 მგზავრი იმყოფებოდა.

რამდენიმე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. შტატის ხელისუფლებამ ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიება დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, ჰიმალაის მთებში გადასაადგილებლად ავტობუსი ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა და ავარიები იშვიათობა არ არის. როგორც “ბიბისი” წერს, ინდოეთში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, დაახლოებით, 160 000 ადამიანი იღუპება, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები