მარინა კალიურანდი: არ მესმის მათი, ვინც პარლამენტში არ შევიდა, პარლამენტის გარეთ ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება
“არ მესმის მათი, ვინც პარლამენტში არ შევიდა, პარლამენტის გარეთ ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა მარინა კალიურანდმა.
მისი თქმით, დემოკრატიულ პარლამენტს აქტიური ოპოზიცია სჭირდება. ასე ხორციელდება პოლიტიკური რეფორმები.
„მოვუწოდებდი და ახლაც მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, თავიანთი მანდატი აიღონ და მუშაობა დაიწყონ ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ. ყველა პარლამენტს სჭირდება ოპოზიცია. დემოკრატიულ პარლამენტს აქტიური ოპოზიცია სჭირდება. ასე ხორციელდება პოლიტიკური რეფორმები.
საქართველოს მთავრობამ, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და იმოქმედონ ისე, რომ ეს სიტუაცია აღარ განმეორდეს. მოხარული ვარ, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური ძალა პარლამენტში შევიდა. არ მესმის მათი, ვინც პარლამენტში არ შევიდა. პარლამენტის გარეთ ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. გთხოვთ, შეუერთდით პარლამენტს“, – განაცხადა მან.