გიორგი პერტაიამ ბიზნეს ფორუმში – “საქართველოში ბიზნესი და ვაჭრობა 2021″ მონაწილეობა მიიღო

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ამერიკის ყველაზე მსხვილი – სან პაულოს სავაჭრო პალატისა და ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს-ფორუმში “Georgia Business and Trade 2021”, რომელიც ონლაინ ფორმარტში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. სიტყვით გამოსვლისას, გიორგი პერტაიამ ბრაზილიელ კოლეგასთან ერთად საქართველო-ბრაზილიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა და ყურადღება გამახვილდა ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად ჩამოყალიბების პროცესზე.
,,საქართველოს გააჩნია მზარდი პოტენციალი, შეასრულოს სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთების ახალი ნაკადის მიმოქცევას’’-განაცხადა გიორგი პერტაიამ. პალატის პრეზიდეტმა ბრაზილიურ მხარესთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრაზილიური კომპანიებისთვის საკმაოდ მიმზიდველი იქნებოდა ქვეყანაში საკუთარი საქმიანობის გაფართოება ლოგისტიკური მიმართულებით და ინვესტიციების განხორციელება სასაწყობე სივრცეების მშებენლობის კუთხით.
გიორგი პერტაიამ აღნიშნა, რომ ლიბერალური კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირებით, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებითა და კორუფციის აღმოფხვრით საქართველო რეგიონალურ ლიდერად იქცა ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნეს გარემოს კუთხით, რასაც ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ბიზნესის კეთებისა და უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის უზრუნველყოფისთვის. გიორგი პერტაიამ ისაუბრა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეც, მათ შორის სასაზღვრო პროცედურებთან დაკავშირებულ რეფორმებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სავაჭრო ბარიერების შემცირებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას. შეხვედრის ბოლოს მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიაში, დავით სოლომონია.
აგრეთვე, სან პაულოს შტატის სამეწარმეო გაერთიანებების ფედერაციის პრეზიდენტი ალფრედო კოტაიტ ნეტო და 100-მდე ბრაზილიური კომპანიის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები