,,გირჩი” „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს

„გირჩის” საპარლამენტო გუნდი „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, მეორე მოსმენითვის პარლამენტის თავმჯდომარის ვერსიის გათვალისწინებას დაელოდებიან.

„შეთანხმება იყო, რომ მეორე მოსმენისას იქნება გაზიარებული. მხარს ვუჭერ კანონპროექტს პირველი მოსმენით და მეორე მოსმენისთვის „ქართული ოცნების” მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ვერსიის გათვალისწინებას დაველოდებით. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაში არ არის დაზარალებულების თანხმობა საჭირო. ეს ახალი კონფლიქტის გამჩენია და არა –  შემრიგებლური. ვეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარის პრინციპს, რადგან შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯია. პირველ მოსმენაზე პრინციპების დონეზე, შერიგებისკენ მიდრეკილ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ. როგორც ჩანს, „ლელო” სპეციფიკური პარტიაა, სპეციფიკური ახალშემომატებული წევრებით. მგონი, ჯერ მათ დალაგება სჭირდებათ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები