კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის შტატის ქალაქ ტამბლერ რიჯში, საშუალო სკოლაში მასობრივი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ეჭვმიტანილი, და სულ მცირე, 25 დაშავდა,- ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
საშუალო სკოლაში ექვსი მსხვერპლი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო კიდევ ერთი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ამასთან, ახლოს მდებარე სახლში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, რასაც პოლიცია სკოლაში მომხდარ სროლასთან აკავშირებს.
ოფიციალური პირების თქმით, სკოლაში ასევე იპოვეს ეჭვმიტანილის ცხედარი, რომელსაც თვითდაზიანებები ჰქონდა მიყენებული.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, თუმცა მის სახელსა და სქესს არ ამბობენ. მანამდე, თავშესაფრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ეჭვმიტანილი აღწერილი იყო, როგორც „კაბაში გამოწყობილი ქალი ყავისფერი თმით“.
ბრიტანეთის კოლუმბიის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ებიმ განაცხადა, რომ პოლიციელების სწრაფმა რეაგირებამ “თავიდან აიცილა ტრაგედიის მნიშვნელოვნად გაუარესება”.