სუს-ის ინფორმაციით, უწყების უფროსი 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა”, – წერია ინფორმაციაში