“ვხედავთ ჰელსინკის მუშაობის სტილს – მათ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიჰყვება რამდენიმე ლიდერი ამ კომისიის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან ჰელსინკის კომისიაში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.
„მოლოდინი მაქვს, რომ ქალბატონი ლორა თორნტონი კიდევ გამოცხადდება იქ და მაინტერესებს, ის კვლავ გაიმეორებს თავის მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი არის სექსუალური მოძალადე. ასეთი ადამიანის ჩვენებებს ეყრდნობა ჰელსინკის კომისია, როგორც ჩანს საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, კარგ კამპანიაში ვართ. ადამიანი, რომელიც სექსუალურ მოძალადეს უწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თურმე მისი ჩვენებები საქართველოს წინააღმდეგ არის ვინმესთვის საინტერესო. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. ვხედავთ ჩვენ ჰელსინკის მუშაობის სტილს. მათ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიჰყვება ამ კომისიის რამდენიმე ლიდერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.