„უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია არის გააზრებული, ფუნდამენტური რეფორმის გეგმა; ეს იქნება განათლების ისტორიული რეფორმა” – პაპუაშვილი

“ჩვენთვის მთავარია, რომ მთავრობა მისდევს კონცეფციას, რომლის ერთ-ერთი მიზანია ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის დამკვიდრება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, დღეს ამ მიზნის გარშემო არიან გაერთიანებულები როგორც მთავრობა, ისე – აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

„უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია არის გააზრებული, ფუნდამენტური რეფორმის გეგმა. ეს იქნება ისტორიული განათლების რეფორმა. პრინციპი არის ერთი ქალაქი – ერთი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტი და ამ პრინციპს მიჰყვება. ამ მხრივ შეიძლება იყოს სხვადასხვა აღსრულების ინსტრუმენტი. ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, რაზეც განათლების სამინისტრო ფიქრობდა, ეს იყო მათ შორის ერთი დიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებით ერთი დიდი უნივერსიტეტის შექმნა როგორც ეს თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა შექმნა – ერთი დიდი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოს, რეგიონის მასშტაბით. ეს იყო ერთ-ერთი გზა მთავარი მიზნის მისაღწევად, განხორციელდეს ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი.

ვნახეთ, რომ პრემიერს და განათლების მინისტრს ჰქონდათ ძალიან ნაყოფიერი განხილვა ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ამ დღეებში მიდიოდა განხილვა. მთავარია, რომ ყველა შეჯერდა, რომ ყველა მხარს უჭერს და ერთიანდება ამ კონცეფციის გარშემო, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის დანერგვა. განათლების მინისტრმაც განაცხადა, რომ პრინციპული საკითხი არ იყო გაერთიანება, ეს იყო გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა. ჩვენთვის მთავარია, რომ მთავრობა მისდევს კონცეფციას, რომლის ერთ-ერთი მიზანია ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის დამკვიდრება. დღეს ამ მიზნის გარშემო არიან როგორც მთავრობა, ისე აკადემიური პერსონალი და სტუდენტები გაერთიანებულები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები