“დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება” – შალვა პაპუაშვილი

“სადაც არის ევროკავშირის დროშა ოპოზიციონერების ხელში, იქ არის ძალადობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება.

„2024 წლის ეს მართლაც სამარცხვინო განცხადება მთლიანად საქართველოს ახსოვს, როდესაც შვედეთის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ რადიკალ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა მაიდნის მოწყობისკენ. ეს არ არის უბრალოდ პარლამენტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის იმ პარტიის წევრი, რომლის ლიდერიც არის შვედეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი. ის არის იმ პარტიის წვერი, რომლის ახალგაზრდულმა ფრთამ ჯილდო მიანიჭა მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს, მოძალადეებს, უჩა აბაშიძეს, რომელიც თავისი ცოლის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა. ეს არის ის ცივილიზაციური და ღირებულებითი კრიზისი, რომელშიც ევროპა არის. ჩვენ გვესმის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დეზინფორმაციული თავდასხმები საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება მისი განცხადებებით რაღაცა თანამშრომლობას აზიანებს. რაზეა საუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრის პარტიის წევრი იყო თბილისში და მოუწოდებდა მაიდნისკენ. შეგახსენებთ რას ნიშნავს მაიდანი – ეს ნიშნავს 100 დაღუპულ ადამიანს და სისხლიან გადატრიალებას. როდესაც ჩვენ გვესმის ასეთი განცხადებები, პირველი რაც უნდა გააკეთონ, განმარტონ მანამდე მათი საქციელი და უპრიანი იქნებოდა ამასთან დაკავშირებით წუხილი მაინც გამოთქვან. სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგი არის, რომ დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება. სადაც არის ევროკავშირის დროშა ოპოზიციონერების ხელში, იქ არის ძალადობა. სამწუხაროდ, ასე გააიგივა ბრიუსელმა ევროკავშირის დროშა ძალადობასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები