“ფაქტობრივად, შვედი პოლიტიკოსები ქართველებს მსხვერპლისკენ მოუწოდებდნენ; ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მეგობრად რჩება, წარმოუდგენელია” – შარმანაშვილი

“ყველასთვის ცნობილია, რა როლს თამაშობდნენ შვედი პოლიტიკოსები იმის წასახალისებლად, რაც საქართველოში ხდებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “ისინი აქ მყოფ ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებდნენ მაიდანიზაციისკენ და აცხადებდნენ, რომ ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო და, იქნებ, ნელ-ნელა გაზრდილიყო”.

„მაიდანი როგორ განვითარდა და როგორი მსხვერპლი იყო, ყველამ კარგად იცის. ფაქტობრივად, შვედი პოლიტიკოსები ქართულ მოსახლეობას მსხვერპლისკენ მოუწოდებდნენ. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მეგობრად რჩება. ასეთი მეგობრობა წარმოუდგენლად მიმაჩნია, როცა ხალხს, ვისაც “მეგობარს” უწოდებ, ისეთი არეულობისკენ უბიძგებ, რომელიც მსხვერპლით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

“შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად” – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები