პაპუაშვილი – ფასების შემცირებაზე: თუ იქნება საკანონმდებლო რეგულაცია საჭირო, ამას პარლამენტი გააკეთებს; თუ იქნება მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოსაჩენი, ამას, იმედი გვაქვს, ბიზნესი გააკეთებს

“თუ იქნება საკანონმდებლო რეგულაცია საჭირო, რა თქმა უნდა, ამას პარლამენტი გააკეთებს. თუ იქნება პრაქტიკაში რაღაც შესაცვლელი, ამას მთავრობა გააკეთებს. თუ იქნება მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოსაჩენი, ამას ბიზნესი გააკეთებს, იმედი გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენ არ ვიცით, რა პროცესები არის, ამიტომაც არის კომისია შექმნილი, რომ ეს ყველაფერი შეისწავლოს. რაც ვიცით ჩვენ, რომ არის საშუალო ფასნამატი 86%, რაც მშრალი შედარებით სხვა ქვეყნებთან ჭარბი ჩვენის აზრით და ამიტომ გვაინტერესებს დეტალებში ჩავიხედოთ, როგორ წარმოიშობა ეს ფასნამატი. ეს გვაჩვენებს შემდგომ აქ არის რაიმე ობიექტური, სუბიექტური მიზეზები, რა მოვლენებთან გვაქვს საქმე და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ ვიმოქმედოთ, თუ იქნება საკანონმდებლო რეგულაცია საჭირო, რა თქმა უნდა, ამას პარლამენტი გააკეთებს. თუ იქნება პრაქტიკაში რაღაც შესაცვლელი, ამას მთავრობა გააკეთებს. თუ იქნება მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოსაჩენი, ამას ბიზნესი გააკეთებს, იმედი გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები