ფაშინიანმა აზერბაიჯანი სამხედრო შეტაკების პროვოცირებაში დაადანაშაულა

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვიღაცას “სურს, ისე ქნას”, რომ სომხური მხარე შეეგუოს აზერბაიჯანელი სამხედროების ყოფნას მის ტერიტორიაზე, “რაც შეუძლებელია, მოხდეს”.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

”აუცილებელია მტრის ორი მიზნის დანახვა და მათი გაკონტროლება. ერთ-ერთი ასეთი მიზანია მოვლენების ისეთი განვითარების უზრუნველყოფა, რომ მათი შეიარაღებული ძალების ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე განიხილებოდეს, როგორც ჩვეულებრივი რამე, რაც შეუძლებელია, მოხდეს. მეორე, სამხედრო შეტაკების პროვოცირება, რომ სიტუაცია კონტროლს გავიდეს“, – თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთი ამას არ უნდა აყვეს.

”აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უპირობოდ უნდა დატოვონ სომხეთის ტერიტორია. მეორე, ყველა სიტუაციაში სიფხიზლესა და წინდახედულობას შევინარჩუნებთ. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა განაგრძონ თავიანთი ფუნქციების შესრულება, რომელიც საზღვრების დაცვასა და გამაგრებას, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გულისხმობს. რაც  უნდა რთული მოვლენები იყოს, გაუწონასწორებელი მოქმედებები და განცხადებები აქ უადგილოა”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 6 სომეხი სამხედრო დააკავეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომეხი ჯარისკაცები სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობას აწარმოებდნენ, ხოლო სომხეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ სამხედროები საინჟინრო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები