DMO Imereti პანდემიის შემდეგ პირველ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

DMO Imereti საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “Fitur Madrid 2021”-ში მონაწილეობს. “Fitur Madrid 2021″ პანდემიის შემდეგ პირველი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც DMO Imereti იღებს მონაწილეობას.

იმერეთისთვის მნიშვნელოვანია დასწრება მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ ბაზრობაზე, რადგან რეგიონის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია მყარად დაფიქსირდეს საქართველოში აუცილებლად სანახავ დესტინაციებს შორის”, – აცხადებს DMO Imereti-ს ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.
2021 წელს Fitur Madrid-ზე საქართველო წარმოდგენილია, როგორც პარტნიორი ქვეყანა. საერთაშორისო ტურისტული გამოფენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფესა და დედოფალთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას ასევე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით არის წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ. საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები