ერდოღანი – რომის პაპს: ისრაელის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს, კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს ისრაელის წინააღმდეგ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა და რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაცია სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

ინფორმაციას ერდოღანის პრესსამსახური ავრცელებს.

საუბრისა ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის ქმედება მიმართულია არა მხოლოდ პალესტინის, არამედ – ყველა მუსლიმის, ასევე, ქრისტიანებისა და, ზოგადად, კაცობრიობის წინააღმდეგ.

”ოკუპანტი ქვეყანა – ისრაელი, რომელმაც აკრძალა ალ-აქსას მეჩეთსა და წმინდა საფლავის ეკლესიაში შესვლა, ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას, კლავს უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას პალესტინის ტერიტორიებზე, არღვევს ადამიანის ღირსებას”, – თქვა ერდოღანმა.

ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ ისრაელის საზარელი ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.

მისი თქმით, ისრაელის უკანონო და არაადამიანური ქმედებები, რომლებიც ასევე არღვევს იერუსალიმის სტატუსს, უნდა შეჩერდეს.

მისი აზრით, კაცობრიობამ უნდა გააერთიანოს ისრაელის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს შეწინააღმდეგებისთვის ქმედება, რომელიც სალოცავების ხელშეუხებლობასაც კი უგულებელყოფს.

”საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ზეწოლა ისრაელზე, რათა შეაჩეროს თავდასხმები პალესტინაზე და უჩვენოს მას გაკვეთილი, რომელსაც ისრაელის მხარე იმსახურებს. თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას ახორციელებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის, გაერო-ში, მაგრამ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო არ აჩვენებს სათანადო პასუხისმგებლობას ამ საკითხის მიმართ ”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პალესტინელების მკვლელობები გაგრძელდება მანამ, სანამ საერთაშორისო საზოგადოება არ დასჯის ისრაელს სანქციებით, რომელმაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რომის პაპის გზავნილებსა და რეაქციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული სამყაროსა და საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები