„ბიბისი“ – ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, ღაზას სექტორში შენობა დაიბომბა, სადაც „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისები იყო განთავსებული

ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ღაზას სექტორში ის შენობა დაიბომბა, რომელშიც საერთაშორისო მედიის ოფისები იყო განთავსებული. „ბიბისის“ ცნობით, საუბარია „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისებზე.

არსებული ინფორმაციით,  მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გახდა ცნობილი, რის გამოც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ერთი საათით ადრე განხორციელდა.

ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი შენობა, სადაც საცხოვრებელი ბინებიც იყო განთავსებული, ჩამოინგრა.

სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ „ალ-ჯაზირის“ კორესპონდენტი შენობის ნგრევის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

Via
სხვა სიახლეები