შოთა არველაძე: არანაირ პოლიტიკურ აქტიურობას არ ვაპირებ, არც ჩემი ძმა
საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის, შოთა არველაძის განცხადებით, არანაირ პოლიტიკურ აქტიურობას არ აპირებს და საკუთარი საქმით არის დაკავებული.
„მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არც ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმა. არ მაინტერესებს, ჩემი საქმე მაქვს, არანაირ პოლიტიკურ აქტიურობას არ ვაპირებ. ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და სწყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ასეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიყავი დღემდე. სხვანაირად ჩემს თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს. ჩემს თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ“, – აღნიშნა შოთა არველაძემ.