ლევან ხაბეიშვილი: ვინმეს თუ შეუძლია თბილისის მოგება, “ქართული ოცნებისთვის” ეს არის ნიკა მელია
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში “ქართული ოცნების” დამარცხება ნიკა მელიას შეუძლია.
მისივე თქმით, პარტიის ლიდერის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთი ამოცანა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა უნდა იყოს.
“ვინმეს თუ შეუძლია თბილისის მოგება, “ქართული ოცნებისთვის” ეს არის ნიკა მელია და გლდანში ეს მან ცხადად აჩვენა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ ნიკა მელია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთი ამოცანა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა უნდა იყოს”, – ამბობს ხაბეიშვილი.