ვახტანგ მეგრელიშვილი: ნებისმიერ შემთხვევაში დაძაბულობა კი არ უხდება ამნისტიის კანონზე მსჯელობას, არამედ, “ნაცმოძრაობის” სრული შემადგენლობით პარლამენტში ყოფნა და მათი აზრის გათვალისწინება
“ნებისმიერ შემთხვევაში დაძაბულობა კი არ უხდება ამნისტიის კანონზე მსჯელობას, არამედ, “ნაციონალური მოძრაობის” სრული შემადგენლობით პარლამენტში ყოფნა და მათი აზრის გათვალისწინება”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შესაძლოა, ამნისტიის კანონპროექტის განხილვა უფრო შინაარსიანი გახდეს.
“ნებისმიერ შემთხვევაში დაძაბულობა კი არ უხდება ამნისტიის კანონზე მსჯელობას, არამედ, “ნაციონალური მოძრაობის” სრული შემადგენლობით პარლამენტში ყოფნა და მათი აზრის გათვალისწინება. სინამდვილეში, ნიკას გამოსვლის შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება, გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა. ვისურვებდი, რომ 2 დოკუმენტი, განხილვების შედეგად, გადაქცეულიყო ერთ დოკუმენტად. ის, რომ ნიკას პატიმრობის სახით ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს შეუწყობს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.