დევი ტაბიძე: ეპიდვითარების მხრივ სერიოზული მდგომარეობაა მთელს ევროპაში – მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს პერიოდი, როგორმე, ძალიან მშვიდად გადავიაროთ
“სწრაფად მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა, ეს მარტო საქართველოში არ არის, ძალიან სერიოზული მდგომარეობაა მთელს ევროპაში”,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე აცხადებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სიფრთხილე და რეკომენდაციების დაცვა.
“სწრაფად მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა, ეს მარტო საქართველოში არ არის, ძალიან სერიოზული მდგომარეობაა მთელს ევროპაში და ძალიან ბევრმა ევროპის ქვეყანამ ჩაკეტვა და ლოკდაუნებიც კი გამოაცხადა. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს პერიოდი, როგორმე, ძალიან მშვიდად გადავიაროთ, იმიტომ, რომ არ მოგვიწიოს ზაფხულში რეალური პრობლემების წარმოქმნა”, – განაცხადა დევი ტაბიძემ.