შესაძლოა, ჩინური რაკეტის ნამსხვრევები იტალიაში ჩამოვარდეს – მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ

ჩინური რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა, იტალიის 9 რეგიონიდან ერთ-ერთში ჩამოვარდეს, ამიტომ, მოქალაქეებს შინ დარჩენისა და ღია სივრცეში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ  ადგილობრივი გამოცემა – italy24news-ი იტყობინება.

სპეციალური სხდომის შემდეგ, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაბრიციო კურციომ გამართა, კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ატმოსფეროში შემოჭრილი რაკეტის ნამსხვრევები იმდენად დიდი იყოს, მას შენობების ნგრევა მოჰყვეს.

ამავდროულად, ჩინეთის ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებს, რომ დედამიწის დაზიანების რისკი ძალიან დაბალია და 22-ტონიანი რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა ჰაერში განადგურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები