“უდიდეს მადლობას ვუხდი ლევან რატიანს” – შალვა ნათელაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

პოლიტიკოსმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და მის გენერალურ დირექტორს, ლევან რატიანს მადლობა გადაუხადა.

“გიორგობა დღეს დავბრუნდი ოფისში. კორონაობა დამთავრებულია. წინ აუცილებლად დიდი გამარჯვებები გველოდება. მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, ვინც გამოხატეთ ასეთი დაუვიწყარი ყურადღება. უდიდეს მადლობას ვუხდი საუნივერსიტეტო კლინიკასა და ბატონ ლევან რატიანს. ღმერთი დაგიფარავთ ყველას და სრულიად საქართველოს”, – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები