„ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული გაიხსნა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის თანამშრომლობით „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ევროპის კვირეული გაიხსნა.ინფრომაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორის მოადგილე ჯონათან ნოვაკმა. კვირეულის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის გაფართოების სიმულაციურ მოლაპარაკებებში. დასკვნითი ღონისძიება 15 მაისს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ევროპარლამენტის მოდელირებულ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.
ევროპული კვირეულის 8 გამარჯვებული სტუდენტი, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება. „ევროპის დღის აღნიშვნა მხოლოდ ლამაზი ტრადიცია არ არის, ეს იმ ფასეულობების ერთგულებისა და მიღწევების დაფასების გამოხატვის კარგი შესაძლებლობაა, რომელსაც დღევანდელი ევროკავშირი ეფუძნება. ერთობა და მშვიდობა, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი მიღწევაა ყოველდღიურ შრომას და დაცვას საჭიროებს. ევროპული ოჯახის წევრობა, რაც ჩვენ საერთო ფასეულობებს ეფუძნება, საქართველოს სტრატეგიული მიზანია. 2024 წელს ჩვენ ამ გზაზე მნიშვენლოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების სახით. ვისურვებ, რომ თქვენ იყოთ ის ახალგაზრდები, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებებში რეალურად იქნებით ჩართული და დღეს მიღებულ ცოდნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოახმართ“- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ,,ევროპული კვირეულის“ გახსნით ღონისძიებაზე. „ევროპის კვირეული“, Covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები