ვახტანგ გომელაური: მალე მოპედები დარეგისტრირდება და მათ მძღოლებსაც ექნებათ მართვის მოწმობა ასაღები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მალე მოპედები დარეგისტრირდება და მათ მძღოლებსაც ექნებათ მართვის მოწმობა ასაღები.
„ამ საკითხზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და, სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები.
მოპედებით გარდაცვალება ნაკლებია. მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება, უფრო ხშირი შემთხვევებია. როგორც მახსოვს, კანონპროექტი ორი მოსმენით გატანილია პარლამენტში და მალე დავარეგისტრირებთ“, – განაცხადა გომელაურმა.