“როდის გაგვხსნიან? როდის მორჩება ადამიანების დატყვევება საღამოს 9 საათის მერე?” – რა კითხვები აქვს იაგო ხვიჩიას ჯანდაცვის მინისტრთან

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან მისი მთავარი კითხვა იქნება ის, თუ როდის მოხსნიან ე.წ. კომენდანტის საათს.

“მთავარი კითხვა, რაც მაქვს, არის ის,  როდის გაგვხსნიან, როდის მორჩება ამ ქვეყანაში ადამიანების დატყვევება საღამოს 9 საათის მერე? პატარა ბავშვებივით რამდენ ხანს უნდა გვმწყემსონ? როდის მორჩება კიდევ ეს ისტერია, რომ რაღაცა საფლავებზე რამდენი ხალხი გავიდა და რამდენი ჭიქა, დალია ამის თვლა?”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავისი უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები