დიმიტრი ხუნდაძე – შეზღუდვებზე: საფლავზე ავტეხოთ ღვინის სმა, გამოვაცხადოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, ამით დადგება უკეთესი შედეგი? არა, ასე უფრო მეტ საფლავზე ვიქნებით მისასვლელი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პანდემიასა და მისი პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

“საპატრიარქოსთან კონსულტაციებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოებზე გასვლა შევზღუდოთ. პარტიული ტელევიზიები მაშინვე წამოდგნენ ფეხზე და ტირაჟირებენ, თითქოს, პანდემიას მხოლოდ საფლავზე გასვლის აკრძალვით ვებრძვით.

მთელი მსოფლიო პანდემიას პირბადის მოხმარებით, დისტანციით, შეზღუდვებითა და ვაქცინაციით ებრძვის. აბა, რას გვთავაზობთ, რა ვქნათ? გავხსნათ რესტორნები, საფლავზე ავტეხოთ ღვინის სმა, მოვაწყოთ აქციები, გამოვაცხადოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, ვლანძღოთ ექიმები, გავაბითუროთ ვაქცინა და ამით დადგება უკეთესი შედეგი? არა, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტ საფლავზე ვიქნებით მისასვლელი”, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები