საქართველოში თურქეთის ელჩი – “ნამოხვანჰესზე​”: ეს პროექტი აშენდება საქართველოსა და ქართველებისთვის

საქართველოში თურქეთის ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება.

ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, ნამოხვანჰესის პროექტი აშენდება საქართველოსა და ქართველებისთვის და არავითარ შემთხვევაში – ქართველების წინააღმდეგ.

“მივესალმები ნდობის გაძლიერებისთვის მიღებულ ზომებს მთავრობის მიერ, დიალოგის გაფართოებას მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას, განსაკუთრებით – ნამოხვანში. ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული. რა თქმა უნდა, არის კონტრაქტი პასუხისმგებლობასთან ერთად. კომპანია “ენკას”, მთავრობასა და ადამიანებს, ვინც აპროტესტებს, უნდა ჰქონდეთ ცივილიზებული დიალოგი.

ეს პროექტი აშენდება საქართველოსა და ქართველებისთვის. ეს არ შეიძლება, აშენდეს ქართველების წინააღმდეგ. ამავე დროს, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაცია და დეზინფორმაცია, მიზანმიმართული პროპაგანდა თურქეთის შესახებ, რომლებიც განკუთვნილი იყო დემონსტრანტების აგიტაციისთვის, ეტაპობრივად ქრება. გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა, შევახსენო ყველას, რომ 2008 წლის ომის დროსაც კი, თურქულ ბიზნესებს საქართველო არ დაუტოვებიათ, ვფიქრობ, ეს გაგრძელდება, მაგრამ ამას ასევე სჭირდება მუდმივი ძალისხმევა. “ფეისბუქში” ვხედავ ახალ გვერდებს, რომლებიც საუბრობენ გიჟურ იდეებსა და სპეკულაციებზე. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არავის სურს რიონის წყლის თურქეთში წაღება. ეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე საქართველოსია”, – განაცხადა ელჩმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები