ბეჩო-ლატალის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 122-ე (ბეჩო-ლატალი) კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აღნიშნულ მონაკვეთზე, წუხელ გვიან ღამით ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები