ჟირინოვსკი მათ, ვინც კიევის თავზე რუსულ დროშას დაკიდებს, 10 მილიონ რუსულ რუბლს ჰპირდება (ვიდეო)

რუსეთის პარტია ლდპრ-ის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი 10 მილიონ რუბლს ჰპირდება მათ, ვინც კიევის თავზე რუსულ დროშა დაკიდებს.

ასეთი წინადადებით მიმართა მან პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც “მანეჟს” იცავდნენ, როდესაც ვლადიმერ პუტინი ფედერალურ საკრებულოს მიმართავდა.

“პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ განვსაზღვრავთ, როდის გადავლენ “წითელ ხაზებს” და მერე დაფიქრდით საკუთარ მომავალზე!! პრეზიდენტი გადაწყვეტს – გადახვალთ “წითელ ხაზებს” და გაგცემთ პასუხს, რომლის შემდეგ დაიწყება მათი “დამშვიდება”, ანუ ეს ნიშნავს იმათ ლიკვიდაციას, ვინც მავნებლურ გავლენას ახდენს დონბასსა და ჩვენზე”, – თქვა მან.

დღეს, ფედერალური საკრებულოსადმი მიმართვის დროს ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ღიად დაემუქრა და თქვა რომ თუ “წითელ ხაზებს” გადავლენ, შედეგების გამო ინანებენ ისე, როგორც არ უნანიათ დიდი ხნის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები