ივანე მაჭავარიანი: კლინიკაში მოთავსებული არ ვიყავი, ჩემი მინისტრობის პერიოდის ამბავია, პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს

“კლინიკაში მოთავსებული არ ვიყავი, თუ ძველ ამბავს მეუბნებით, ჩემი მინისტრობის პერიოდის ამბავია, პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ქირურგიული ჩარევა თანამდებობის დატოვებამდე, დაახლოებით, 10 დღით ადრე გაიკეთა.

„ახლა ვიმყოფები სახლში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, კლინიკაში მოთავსებული არ ვიყავი, თუ ძველ ამბავს მეუბნებით, ჩემი მინისტრობის პერიოდის ამბავია, წასვლამდე, დაახლოებით, 10 დღის, 2 კვირის ამბავია, პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს, მაგრამ ეს იყო 20-წუთიანი თემა, მეტი არ ვიცი და თუ თქვენ რამე იცით ვინმემ, მითხარით. ეს ჩემ წასვლამდე ამბავი იყო, კლინიკაში გავიკეთე და წამოვედი“, – აცხადებს მაჭავარიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები