გიგა ბოკერია: ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება
“ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ დააყენა საკითხი ისე, რომ არასრულფასოვანი დოკუმენტი შედგა.
„მადლობელი ვარ მედიატორისა და ყველასი, ვისაც აქვს პოლიტიკური და პრაგმატული ინტერესი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, ოღონდ პირველადი პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს, ვინც ანგარიშვალდებულნი ვართ საზოგადოების წინაშე. ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება.
ხელისუფლებამ დააყენა საკითხი ასე, რომ მე რადიკალურად ვარ განწყობილი, მე არაფერს ვიზამ და თუ თქვენ რამე ისეთს შემომთავაზებთ, რომელიც ოდნავ მაინც მე არ მინდა, თავს დავიღუპავ, მაგრამ ქვეყანასაც გადავიყოლებ-ო. სამწუხაროდ, ამ სტრატეგიის შედეგია ეს არასრულფასოვანი დოკუმენტი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.